ფეხბურთი

10:29 | 19.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

იკერის მორიგი რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

ლეგენდარული იკერ კასილიასი რეკორდების დამყარებას აგრძელებს. ესპანელი მეკარე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე, 20 სეზონის განამვლობაში ითამაშა.

იკერმა გუშინ, "შალკესა" და "პორტუს" შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხსენებულ რეკორდსაც უწია. კასილიასის დებიუტი ჯერ კიდევ 1999-2000 წლების სეზონში შედგა, როდესაც "რეალის" კარი "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ დაიცვა.

ამასთან, ესპანელ კარის დარაჯს ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული (172), ხოლო ეს ტურნირი სამჯერ მოიგო და აქედან ერთხელ კაპიტნის რანგში (2000, 2002, 2014).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113047