ქართველი მოჭიდავე ნიკოლოზ ჭიკაიძე (72 კგ.) სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
ჭიკაიძემ, რომელიც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გახლავთ, ნახევარფინალში იაპონელი მინტო მაედა 5:2 დაამარცხა, მანამდე კი, ესტონელი ანდრის პენტი (9:0), უკრაინელი იჰორ ბიჩკოვი (9:0) და თურქი ერკან ერგენი (3:1) დაჯაბნა. ფინალში ნიკოლოზის პირისპირ ირანელი ამინ იავარ კავიანინეჯადი დადგება.
ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს აივენგო რიკაძე (82 კგ), რომელიც ნახევარფინალში რუს ალეკსანდრ კომაროვთან 1:4 დამარცხდა, ხოლო მანამდე გზიდან სომეხი ერიკ ელოიანი (11:0), ყირგიზი ილგიზ ბილიმოვი (9:0) და ბელარუსი კირილ მასკევიჩი (9:1) ჩამოიცილა. მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში რიკაძის მეტოქე რეპეშაჟში გაირკვევა.
ბრინჯაოს შეხვედრები დათმეს თემურ ჭკუასელიძემა (87 კგ.) და ბექა მაკარიძემ (130 კგ.), შესაბამისად, რუს ილია ერმოლენკოსთანა (2:4) და გერმანელ ფრანც რიხტერთან (0:10), რამაზ სილაგავამა (55 კგ.) და ლერი აბულაძემ (63 კგ.) კი ასპარეზობა რეპეშაჟში დაასრულეს.
ფინალური ბლოკი ხვალ 19 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.