ჩოგბურთი

17:31 | 18.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა ფრანგ მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 561 345 ევრო) ერთეულთა ბადეში პირველი გამარჯვება იზეიმა.

“მოზელ ოუფენზე” მე-5 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული კენი დე შეპერი (საფრანგეთი) 6:2, 7:6 (7:0) დაამარცხა, მერვედფინალში კი კვალიფიკაცია გავლილ ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩსა და “უაილდ ქარდით” მოთამაშე ფრანგ უგო ჰუმბერტს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ შარშან ნიკოლოზმა მეცის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა, ამდენად, 90 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.
ვთქვათ ისიც, რომ წყვილთა შეჯიბრში ბასილაშვილი და მოლდოველი რადუ ალბოტი მეოთხედფინალში არიან გასულნი.

0.114888