კალათბურთი

14:57 | 18.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” ჩემპიონთა ლიგისთვის გაძლიერდა

საკალათბურთო კლუბმა თბილისის “დინამომ“ სანაკრებო ფანჯრის დასრულების შემდეგ, გუშინ, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ხოშტარიას მიერ გაწვრთნილი გუნდი ფიბა-ს 2018-19 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონისთვის ემზადება.
დინამოელები პირველ საკვალიფიკაციო შეხვედრას 20 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში ბერძნული სალონიკის “არისის“ წინააღმდეგ გამართავენ.

საქართველოს ჩემპიონში ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ ლევან გრძელიძე და მიხეილ ბერიშვილი დარჩნენ. ამასთან, ბერიშვილი გუნდს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში დაეხმარება, შემდეგ კი, სათამაშოდ ყატარის ჩემპიონატში გადაბარგდება.
ცნობილია, რომ “დინამოს“ დაემატნენ მერაბ ბოქოლიშვილი და მიხეილ ჭოჭუა “ოლიმპიდან“, კლუბის სკოლის აღზრდილები ვოვა თავაქარაშვილი და გიორგი ბიგანაშვილი და მერაბი მირზიაშვილი “არენადან“.
“დინამოში” ასევე ითამაშებენ ლეგიონერები: ამერიკელები რეჯერ დოუელი, ჯორდან ტედი სვოპშირი, ჯალენ ერლ მაკ გაუგი და ლამონტ ანტუან მაკი და ხორვატი დომაგოი ბუბალო.

0.115105