ფეხბურთი

18:25 | 18.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

რიბერიმ კარიერის დასრულების თარიღი დაასახელა

მიუხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ კარიერის დასრულების თარიღი დაასახელა. ვეტერანი ფრანგის განცხადებით, ფეხბურთის თამაში 38 წლამდე სურს.

„მინდა 38 წლამდე ვითამაშო და ამისთვის მზად ვარ. ალბათ, „ბაიერნში“ კარიერის დასრულების შემდეგ დავბრუნდები კიდეც. ნიკო კოვაჩთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ჩემი კარგად ესმის. ჩემთვის მასთან კომუნიკაცია ყველაზე მთავარია, სწორედ მან იცის რამდენ სათამაშო დროს ვიმსახურებ“, - აღნიშნა რიბერიმ.

შეგახსენებთ, რომ რიბერი „ბაიერნში“ 2007 წლიდან თამაშობს, ხოლო იქამდე „მარსელისა“ და „გალათასარაის“ ღირსებას იცავდა. „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი კი 35 წლის შემტევს მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

0.114729