ფეხბურთი

12:24 | 18.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კონდოგბია „იუვენტუსთან“ ვერ ითამაშებს

„ვალენსიას“ ცენტრალური ნახევარმცველი ჟოფრი კონდოგბია, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, „იუვენტუსთან“ გასამართ საშინაო შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

25 წლის ფეხბურთელმა შაბათს, „ბეტისთან“ ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის მე-13 წუთზე ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. როგორც გაირკვა, მას მარჯვენა ფეხის ტერფი აქვს დაზიანებული და ტურინული კლუბის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, ხოლო რა პერიოდს გამოტოვებს ჯერჯერობით ცნობილი არაა.

კონდოგბიას გარდა, „ვალენსიას“ ცენტრალური მცველი ეზეკიელ გარაი არ ეყოლება, რომელიც ასევე ტრავმირებულია.

შეგახსენებთ, რომ „ღამურები“ 19 სექტემბერს „მესტალიაზე“ „იუვენტუსს“ დაუხვდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.143763