1949. დაიბადა პიტერ შილტონი (პიტერ ლესლი შილტონი). ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი. გამოდიოდა “ლესტერში” (1966-74), “სტოკ სიტიში” (1974-77), “ნოტინგემ ფორესტში” (1977-82), “საუთჰემპტონში” (1982-87), “დერბიში” (1987-92), “პლიმუტში” (1992-95), “უიმბლდონში” (1995), “ბოლტონში” (1995), “ქოვენთრიში” (1995-96), “ლეიტონში” (1996-97). ინგლისის ლიგაში ჩატარებული აქვს 1005 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. ”ნოტინგემ ფორესტთან” ერთად 1979, 1980 წლებში დაეუფლა ჩემპიონთა თასს. 1978 წელს გახდა ინგლისის ჩემპიონი. 1979 წელს მოიპოვა ევროპის სუპერთასი და ინგლისის ლიგის თასი. ინგლისის ნაკრების რიგებში ჩაატარა 125 მატჩი. ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებულ შეხვედრათა რაოდენობით. 1978 წელს დაასახელეს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1909. ბეისბოლის მატჩზე დასწრების რეკორდი დამყარდა. დეტროიტში ჩატარებულ შეხვედრას, თვალი 35 049 მაყურებელმა მიადევნა.
1921. ხარკოვში, უკრაინის პირველი საფეხბურთო ოლიმპიადის (ჩემპიონატის) ფინალში, ხარკოვის ნაკრებმა ოდესისას 1:0 მოუგო და პირველობა მოიპოვა. შეგახსენებთ, 1919-34 წლებში, ხარკოვი უკრაინის დედაქალაქი იყო.
1925. ბილ ტილდენმა ზედიზედ მეხუთედ მოიგო ჩოგბურთში აშშ-ს ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირი.
1926. ჩოგბურთში აშშ-ს ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, რენე ლაკოსტამ ჟან ბოროტრა 6:4, 6:0, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 46-ე ჩემპიონი გახდა.
1944. ჰოლანდიის ქალაქ არნემში მოკლეს ბრიტანელი მოკრივე ენტონი სტეპანიჩი.
1946. ჯო ლუისმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ტამი მოურიელო პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1980. პარიზში გაიხსნა სპორტის სასახლე Palais des Sports.
1990. აშშ-ს ჯორჯიის შტატის ქალაქმა ატლანტამ, 1996 წლის საზაფხულო ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. მან კანადის ტორონტოს აჯობა.
1991. პრესის ზეწოლის გამო, თანამდებობიდან გადადგა აშშ-ს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რობერტ ჰელმიკი.
1991. ბრიუსელის ”ეიზელის” სტადიონზე, “იუვენტუსისა” და “ლივერპულის” 1985 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დისკვალიფიცირებულმა ”ლივერპულმა”, პირველი მატჩი ჩაატარა ევროთასებზე. ექვსწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ”ენფილდელებმა” ფინურ ”ლაჰტის” 6:1 მოუგეს.
1997. სევ ბალესტეროსი და ნიკ ფალდო გოლფისტთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.
1999. პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ოსკარ დე ლა ჰოიას დაუმარცხებელი სერია შეწყდა. ზედიზედ მოპოვებული 31 გამარჯვების შემდეგ, მან ფელიქს ტრინიდადთან წააგო.
1999. ჩინელმა აილინ ცზიუმ, 20 კილომეტრზე სპორტულ სიარულში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:37.19).
2004. საშუალო წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ბერნარდ ჰოპკინსმა ოსკარ დე ლა ჰოია მეცხრე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და IBF, BA, და WBC გაერთიანებების ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა, WBO-ს ვერსიით კი მოიპოვა. ოსკარ დე ლა ჰოია პირველად დამარცხდა ნოკაუტით.
2006. სექტემბრის ბაშოზე, კოკაიმ აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა ტამანოშიმა დაამარცხა.
2007. ბაქოში გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რამაზნოზაძემ(96 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ბადრი ხასაია (84 კგ) მესამე ადგილზეგავიდა.
ამ დღეს დაიბადნენ
1926. ბად გრინსპენი. კინოდოკუმენტალისტი. ფირზე აღბეჭდილი აქვს ათზე მეტი ოლიმპიური თამაშების მსვლელობა.
1933. სკოტი ბოუმენი. ყველაზე წარმატებული კანადელი ჰოკეის მწვრთნელი. მან, ”მონრეალ კანადიენსში”, ”პიტსბურგ პინგვინზსა” და ”დეტროიტ რედ უინგზში” მუშაობის პერიოდში ცხრაჯერ მოიგო ”სტენლის თასი”. ბოუმენი სამჯერ დაასახელეს ჰოკეის ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელად.
1941. რობერტ (ბობი) ტემბლინგი. 1958-69 წლებში “ჩელსის” თავდამსხმელი. “ლონდონელ არისტოკრატთა” რეკორდსმენია ინგლისის ჩემპიონატების მატჩებში გატანილ გოლთა რაოდენობით (164). მოპოვებული აქვს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასები.
1942. პაველ სადირინი. რუსეთის ნაკრების, ლენინგრადის ”ზენიტისა” და ცსკას მწვრთნელი. 1984 წელს, ”ზენიტს” საკავშირო პირველობა მოაგებინა, 1991 წელს - მოსკოვის ცსკას. 1992-94 წლებში წვრთნიდა რუსეთის ნაკრებს. მოთამაშეობისას, 1965-75 წლებში იცავდა ლენინგრადის “ზენიტის” ღირსებას. საკავშირო პირველობებზე ჩაატარა 333 მატჩი, გაიტანა 37 მატჩი. სადირინი 2001 წელს გარდაიცვალა.
1946. უგო ლონდერო. 1960-80-იანი წლების კოლუმბიელი ფორვარდი. კოლუმბიის ჩემპიონატების ისტორიაში გატანილ გოლთა რაოდენობით მეორე ადგილი უკავია (205). სამჯერ გახდა კოლუმბიის პირველობათა სნაიპერი. გამოდიოდა არგენტინულ კლუბებშიც.
1949. პიტერ შილტონი (პიტერ ლესლი შილტონი). ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი. გამოდიოდა “ლესტერში” (1966-74), “სტოკ სიტიში” (1974-77), “ნოტინგემ ფორესტში” (1977-82), “საუთჰემპტონში” (1982-87), “დერბიში” (1987-92), “პლიმუტში” (1992-95), “უიმბლდონში” (1995), “ბოლტონში” (1995), “ქოვენთრიში” (1995-96), “ლეიტონში” (1996-97). ინგლისის ლიგაში ჩატარებული აქვს 1005 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. ”ნოტინგემ ფორესტთან” ერთად 1979, 1980 წლებში დაეუფლა ჩემპიონთა თასს. 1978 წელს გახდა ინგლისის ჩემპიონი. 1979 წელს მოიპოვა ევროპის სუპერთასი და ინგლისის ლიგის თასი. ინგლისის ნაკრების რიგებში ჩაატარა 125 მატჩი. ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებულ შეხვედრათა რაოდენობით. 1978 წელს დაასახელეს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად.
1950. დერილ სიტლერი. კანადელი ჰოკეისტი. 1976 წელს დაამყარა ჰოკეის ეროვნული ლიგის რეკორდი. სიტლერმა ერთ მატჩში 6 გოლს 4 შედეგიანი გადაცემა მიამატა. გამოდიოდა ”ტორონტოში”, ”ფილადელფიასა” და ”დეტროიტში”. 1989 წელს შეიყვანეს ჰოკეის ”დიდების დარბაზში”.
1956. პეტერ შჩასტნი. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებისა და ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბების ”კვებეკის”, ”ნიუ ჯერსისა” და ”სენტ ლუისის” ცენტრფორვარდი. წარმოშობით სლოვაკი. 1976 და 1977 წლებში მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატი. 15 წელი თამაშობდა NHL-ში. გოლ პლუს პასის სისტემით, სადებიუტო სეზონშივე დააგროვა 100 ქულაზე მეტი.
1958. ჯონ ოლდრიჯი. 1986-97 წლებში ირლანდიის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. 1990 და 1994 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე. ირლანდიის ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი, გაიტანა 19 გოლი.
1968. ტონი კუკოჩი. ხორვატი კალათბურთელი. იუგოსლავიის ნაკრების რიგებში მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატი. კუკოჩი სამგზის ევროპის ჩემპიონია. 1988 და 1992 წლების ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლების მფლობელი. რამდენიმე წლის წინ, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში იყო ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი (”მილუოკი ბაქზში”).
1969. ბახვა თედეევი. თბილისის “დინამოს”, ვლადიკავკაზის “სპარტაკისა” და “ალანიას”, მოსკოვის“დინამოსა” და “ლოკომოტივის” ნახევარმცველი. 1995 წელს გახდა რუსეთის ჩემპიონი. ორ-ორჯერ მოიპოვავერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. რუსეთის ნაკრებში ჩაატარა 6 მატჩი, გაიტანაერთიგოლი.
1971. ლენს არმსტრონგი. ლეგენდარული ამერიკელი ველოსიპედისტი. ”ტურ დე ფრანსის” შვიდგზის ჩემპიონი. 1995 წელს ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაცია გაიკეთა. 2005 წელს ”ტურ დე ფრანსზე” მეშვიდე ტრიუმფის შემდეგ, ველოსპორტიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა, თუმცა გასულ წელს ველოსპორტში დაბრუნების თაობაზე განაცხადა, წელს თავის მორიგ “ტურ დე ფრანსზე” იასპარეზა და საერთო ჩათვლაში, საბოლოოდ, მესამე ადგილი დაიკავა. მოგვიანებით არმსტრონგს დოპინგის მოხმარება დაუდგინეს და ყველა ტიტული ჩამოართვეს.
1973. მარიო ჟარდელი. ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “ატლეტიკო ფეროვიარიოს,” ”ვასკო და გამას”, ”გრემიოს”, ”პორტუს”, ”გალათასარაის”, ”სპორტინგის,” “ბოლტონის,” “ანკონას,” “ნიუელს ოლდ ბოიზის,” “ალავესის,” “გოიას,” “ბეირა მარის,” “ანორთოსისის,” “ნიუკასლ ჯეთსის” ცენტრფორვარდი. პორტუგალიის ოთხგზის, აგრეთვე არგენტინის (აპერტურა) ჩემპიონი. პორტუგალიის პირველობაზე ოთხი სეზონის განმავლობაში ჩატარებულ 125 მატჩში გაიტანა 130 გოლი. ლიბერტადორესის თასის გათამაშების გამარჯვებული. არაერთი პირადი ტიტულის მფლობელი.
1973. ლორან ფუარესი. საფრანგეთის კალათბურთელთა ნაკრებისა და ”პო-ორტეზის” ფორვარდი (197 სმ). ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი.1974. სოლ კემპბელი. ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, ”ტოტენჰემის,” ”არსენალის,” და “პორტსმუთის” ცენტრალური მცველი. ინგლისის ორგზის ჩემპიონი და ასოციაციის თასის მფლობელი (”არსენალის” შემადგენლობაში).1984. ტრევის ოუტლუ. ”პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის” ფორვარდი (207 სმ).
ამ დღეს გარდაიცვალა
1994. ვიტას გერულაიტისი. ლიტველი წარმოშობის ამერიკელი ჩოგბურთელი. იგი შედიოდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა ათეულში, 1979 წელს კი, მას მოგებული აქვს დევისის თასი. გარდაიცვალა 40 წლის ასაკში.