ჭიდაობა

22:41 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

4 მედლის შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე

სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე ჭიდაობაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 4 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.


მძიმეწონოსანი ბექა მაკარიძე (130 კგ.) ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს და მისი მეტოქე რეპეშაჟში გაირკვევა, რამაზ სილაგავა (55 კგ.), ლერი აბულაძე (63 კგ.) და თემურ ჭკუასელიძე (87 კგ.) კი დამამშვიდებელ წრეში არიან გადასულნი და შესაძლოა, კვარცხლბეკზე ისინიც ვიხილოთ.
მსოფლიო პირველობაზე დამამშვიდებელი წრის შეხვედრები ხვალ, 18 სექტემბერს, 12:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან გახლავთ დაგეგმილი.

0.11237