სხვა

22:17 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საპორომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ბრძოლა შეწყვიტა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეს-სამსახურის ცნობით, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე განაცხადი გაიტანა საპორომ.

იაპონიის ამ ქალაქის გეგმებში 2030 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაა.

უფრო ადრე, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის ბრძოლა შეწყვიტა შვეიცარიის სიონმა და ავსტრიის გრაცმა. დღესდღეობით 2026 წლის თამაშებისთვის ბრძოლას აგრძელებენ კალგარი (კანადა), სტოკჰოლმი (შვედეთი), ერზურუმი (თურქეთი) და კორტინა დ'ამპეცოს, მილანისა და ტურინის იტალიელთა ერთობლივი განაცხადი.

www.geonoc.org.ge

0.121669