სხვა

22:01 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ქვეყნის სასწავლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ეს თარიღი საზეიმოდ აღნიშნეს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დადგომა მიულოცეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა, სახელოვანმა ვეტერანმა ოლიმპიელებმა.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ისაუბრა სპორტის განვითარებისთვის კვალიფიციური კადრების მნიშვნელობაზე და ახალგაზრდებს მოუწოდა, სტუდენტური წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ცოდნის შესაძენად და გასაღმავებლად.

"სასწავლო წლის დაწყებას მოგილოცავთ ყველას, განსაკუთრებით - პირველკურსელებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური კულტურა და სპორტი განვითარებული იყოს ქვეყანაში. თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სპორტი ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. ჩვენი მიზანია საზოგადოების დაახლოებით ორი მესამედი მაინც ჩართული იყოს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში. ამას დასჭირდება თქვენნაირი ახალგაზრდები, ვინც დაამთავრებს ამ უნივერსიტეტს და სპორტს შეაყვარებს საზოგადოებას. გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებებს როგორც სწავლაში, ასევე სპორტში. ჩვენი თაობის არაერთმა სპორტსმენმა, სწორედ აქ სწავლის პერიოდში მოვახერხეთ და გავხდით მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები", - აღნიშნა სეოკ-ის პრეზიდენტმა.

www.geonoc.org.ge

0.116167