ფეხბურთი

17:03 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი: "რონალდუს გარეშე "რეალი" უფრო გუნდურად თამაშობს"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი გარეთ ბეილი ბეილი მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუს გარეშე „სამეფო კლუბი“ გაცილებით გუნდურად ათამაშდა.

„ცხადია, ცოტა განსხვავება არის, როდესაც ასეთი დიდებული ფეხბურთელის გარეშე თამაშობ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენ უფრო მეტად გუნდურად ვთამაშობთ, ვთამაშობთ მთლიანად გუნდი არამხოლოდ ერთი ფეხბურთელი“, - განუცხადა ბეილმა Daily Mail-ს.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის საწყისი ოთხი ტურის შემდეგ „რეალს“ 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. მადრიდელები 19 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ჩაერთვებიან და იტალიურ „რომას“ უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117865