კალათბურთი

15:41 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბაბილოძის სამქულიანი “მილანის” მაისურით

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ლევან ბაბილოძე (20 წელი, 198 სმ. 85 კგ.) იტალიის ჩემპიონ “ოლიმპია მილანოს” რიგებში იმყოფება და უკვე რამდენიმე მოსამზადებელი მატჩის ჩატარებაც მოასწრო.

შეგახსენებთ, რომ მილანელებს წამყვანი კალათბურთელები სანაკრებო პაუზის გამო შემოეცალათ, ამდენად, წინასასეზონო შეხვედრებისთვის, დროებით რამდენიმე მოთამაშე დაიმატეს.

მათ შორის ბაბილოძეც მოხვდა, რომლის განვითარებისთვის იტალიურ გრანდში სახელოვანი მწვრთნელის სიმონე პიანიჯიანის ხელქვეითობით გატარებული პერიოდი უდავოდ სარგებლიანი უნდა იყოს.

ლევანმა “მილანის” მაისურით 4 მატჩი ჩაატარა, თუმცა, მეტწილად მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა: “ფიატ ტორინოსთან” – 96:77, “უმანა რეიერ ვენეციასთან” – 90:72, “სარდინია სასარისთან” 76:94 და თურქულ “ფენერბაჰჩეთან” – 79:74.

ქართველმა მსუბუქმა ფორვარდმა საწყის შეხვედრაში თავი სამქულიანით გამოიჩინა, მომდევნო მატჩებში კი ქულა არ აუღია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში ბაბილოძემ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მაისურით ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 6 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი იყო: 24 წუთი, 6.0 ქულა, 3.0 მოხსნა, 1.5 პასი.

0.119436