შვედეთის ალსვენსკანის 21-ე ტურში მორიგი გოლი გაიტანა გიორგი ხარაიშვილმა. "გიოტებორგი" საკუთარ მოედანზე "ელფსბორგთან" 0:2 აგებდა, მაგრამ თამაში გადაარჩინა და ქულა მაინც მოიპოვა.
ანგარიში 87-ე წუთზე სწორედ ხარაიშვილმა გაათანაბრა პენალტით. ეს გიორგის მეექვსე გოლია მე-18 შეხვედრაში. "გიოტებორგი" კი 21 თამაშში 24 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.