ყაზახეთის ჩემპიონატში შედეგიანი დღე ჰქონდათ ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირს. ერთმა საგოლე პასი მიითვალა, მეორემ - გოლი გაიტანა.
"ტობოლი" საკუთარ მოედანზე "ჟეტისუს" დაუზავდა (2:2). ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, რომელიც კანკავას შეცდომას მოჰყვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგა და მეტოქემ კოტრშეტევა გოლით დაასრულა. თუმცა, მალევე, 31-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა და სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
35-ე წუთზე კი, ჯაბამ შეცდომა გამოასწორა - ფლანგიდან ჩააწოდა კარგად და ნურგალიევმა თავით შეაგდო. საბოლოოდ, მასპინძლებმა მეორე გოლიც გაუშვეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს. კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კვეკვესკირი მინდორზე 56-ე წუთამდე იყო.
"ტობოლს" ყაზახეთის პრემიერლიგაში 25 თამაშში 40 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა