კალათბურთი

21:42 | 16.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთის მწვრთნელი: "ყველაფერი იღბალმა გადაწყვიტა"

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თანასის სკურტოპულოსმა საქართველოსთან (86:85) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. ბერძენი სპეციალისტის განცხადებით, საქართველომ დიდი წინააღმდეგობა გაუწია მის გუნდს და ყველაფერი იღბალმა გადაწყვიტა.

„პირველ რიგში ვულოცავ ჩემს გუნდს. მეტოქემ ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და ბოლოს ყველაფერი იღბალმა გადაწყვიტა. თუმცა, ბოლო შეტევაში არ ავიღეთ ჯარიმა და დაცვაზე ვითამაშეთ, რადგან 5 წამი კიდევ გვრჩებოდა. ამ სტრატეგიამ როგორც ნახეთ გაამართლა. მინდა გამოვყო ჩემი გუნდის უკანახაზელები, ხოლო მეტოქისგან შენგელიას გამოვყოფ, რადგან ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა. მისი ჩეჩერება თითქმის წარმოუდგენელია, ამიტომ, მიზანი იყო მაქსიმალურად შეგვეზღუდა და ეს გარკვეულწილად მოვახერხეთ კიდეც.

როდესაც, შესარჩევი ეტაპი დაიწყო, ფაქტობრივად ახალი გუნდის შენება მოგვიწია, რადგან NBA-სა და ევროლიგის მოთამაშეები არ გვყავდა. შედეგს მივაღწიეთ, რადგან დღეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გავიფორმეთ.

მინდა, აღვნიშნო დარბაზში შექმნილი ატმოსფერო, რომელიც შესანიშნავი იყო. საქართველოს ნაკრები კი კარგი გუნდია და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა სკურტოპულოსმა.

0.118557