კალათბურთი

21:15 | 16.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "დღეს, არ გაგვიმართლა"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა საბერძნეთთან მატჩის შემდეგ (85:86) კომენტარი გააკეთა. ბერძენმა სპეციალისტმა მადლობა გადაუხადა თავის კალათბურთელებს გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ მის გუნდს არ გაუმართლა.

"პირველ რიგში ვულოცავ ჩემს მოთამაშეებს კარგ თამაშს. მათ დიდი სამუშაო შეასრულეს. ეს კალათბურთია, ამჯერად არ გაგვიმართლა, ბოლო წამამდე შეგვეძლო გამარჯვება. მადლობა გულშემატკივრებს, დიდი მხარდაჭერა გვქონდა და საოცარი ატმოსფერო შექმნეს, მადლობა ყველაფრისთვის.

საბერძნეთი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ბევრი ევროლიგის მოთამაშეები ჰყავთ, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ. თავიდან უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ მეორე ტაიმი მეტოქემ კარგად დაიწყო. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ვინარჩუნედით გამარჯვების შანსს და ვიმეორებ, დღეს არ გაგვიმართლა. ჩვენმა კალათბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა დიდი სამუშაო შეასრულეს ძალიან მოკლე პერიოდში", - განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 3 გამარჯვების წილ 5 მარცხი აქვს და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი თითქმის დაკარგა.

0.115248