საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. სოფიაში მიმდინარე ევროპირველობაზე ვაჟთა და გოგონათა გაერთიანებულმა გუნდმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, გერმანიასთან დაძაბულ ბრძოლაში წაგებით (4:5). იქამდე საქართველოს ნაკრებმა ორი ეტაპი დაძლია – პოლონეთი 5:2 დაამარცხა, ხოლო სერბეთი – 5:1.
რეპეშაჟში ქართველმა ძიუდოისტებმა რუმინეთს 5:2 აჯობეს, იტალიას – 5:3 და "ბრინჯაოს ფინალში” ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.