ფეხბურთი

18:16 | 16.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალბა: "ტერ შტეგენი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა"

"ბარსელონას" ესპანელმა მცველმა ხორდი ალბამ "სოსიედადთან" (2:1) მოგებული მატჩის შემდეგ ტერ შტეგენზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა.

"პირველ ტაიმში მეტოქემ ერთხელ შეგვიტია და გოლი გაგვიტანა. ისინი დაცვაში დადგნენ და ჩვენ გოლის გატანა გვიჭირდა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ტერ შტეგენმა რამდენჯერმე გადაგვარჩინა. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - განაცხადა ალბამ.

0.109012