ფეხბურთი

14:52 | 16.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბექჰემი მესის თავის კლუბში მიიწვევს

ამერიკული კლუბის მაიამის "ინტერის" მფლობელი დევიდ ბექჰემი 2020 წლისთვის ლიონელ გადაბირებას შეეცდება. აღნიშნული ინფორმაცია The Sun-მა გაავრცელა. ინგლისელი ესპანურ კლუბს ჯერ არ დაკავშირებია, თუმცა იმედოვნებს, რომ ორი წლის შემდეგ, როდესაც მესი 32 წლის იქნება, მხარეებისთვის სასურველ შეთავაზებას გააკეთებს და არგენტინელი სათამაშოდ ამერიკაში გადავა.

მესის და მის ოჯახს ფლორიდაში ცხოვრება არ გაუჭირდება, რადგან მოსახლეობის 70%-ს ლათინოამერიკელები შეადგნენ. ჯერჯერობით უცნობია თავად მესი რას ფიქრობს აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით.

სამხრეთამერიკელმა აქამდე უკვე დაადასტურა, რომ სურს კარიერა "ბარსელონაში" დაასრულოს. მესის ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

0.129976