ბულგარეთის ჩემპიონატის მერვე ტურში სოფიას ცსკა-ს მეკარემ ვიტაუტას ჩერნიაუსკასმა "ჩერნო მორესთან" მატჩში საკუთარ კარში გოლი გაიტანა. მე-14 წუთზე მცველმა კარის დარაჯს ბურთი დაუბრუნა, ამ უკანასკნელს კი ბურთი აეჭრა და ვეღარ შეძლო ბურთის დაჭერა.
მიუხედავად მეკარის შეცდომისა, ცსკა შეხვედრაში ფავორიტი იყო, მეტოქე საბოლოოდ 3:1 დაამარცხა და ჩემპიონატს 19 ქულით ლიდერობს.







