ისტორია

10:10 | 16.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

16 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1937. დაიბადა ნუგზარ ასათიანი. ქართველი ხმლით მოფარიკავე. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ნახევარფინალამდე ნუგზარმა ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა, ფინალში გასასვლელად კი საბჭოთა ნაკრები პოლონეთის რჩეულ მოფარიკავეებს დაუპირისპირდა. პოლონელებმა სწრაფი მოფარიკავე ასათიანის წინააღმდეგ პაექრობისას ორი ორთაბრძოლის თავიანთ სასარგებლოდ დასრულება მოახერხეს, რის გამოც საბჭოთა ნაკრების მწვრთნელებმა ოქროს მედლებისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველის დაყენებისგან თავის შეკავება გადაწყვიტეს. ამას კატეგორიულად შეეწინააღმდეგნენ ნაკრების დანარჩენი წევრები, მარკ რაკიტა, უმიარ მავლიხანოვი და იაკოვ რილსკი. საბოლოოდ მათ თავისი გაიტანეს და ჩვენმა თანამემამულემაც ფინალში ბრწყინვალედ იასპარეზა. ჩემპიონობისთვის გადამწყვეტ მატჩში, საბჭოთა კავშირის ნაკრებმა იტალის სძლია და პირველად მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული. ნუგზარ ასათიანმა ჩეზარე სალვადორი, ჯამპაოლო კალანჩინი, პიერლუიჯი ჩიკა დაამარცხა, ვლადიმირო კალარეზესთან კი წააგო. რომის 1960 წლის ოლიმპიადაზე ნუგზარ ასათიანმა პირად ჩათვლაში მეოთხედფინალამდე გააღწია. მეთექვსმეტედფინალში მან მეორე ადგილი დაიკავა, მერვედფინალში – მეოთხე. ასათიანი მეოთხედფინალში მეხუთე ადგილზე გავიდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ნუგზარ ასათიანმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ოთხ ჩემპიონატზე. 1965 წელს გუნდურ შეჯიბრებაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ორჯერ (1961, 1963) ვერცხლის მედლები დაისაკუთრა, ერთხელაც (1962) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ნუგზარ ასათიანი 1992 წელს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1927. პირველად შედგა საფეხბურთო მატჩის რადიორეპორტაჟი. ერთმანეთს “ლივერპული” და “შეფილდ იუნაიტედი” ხვდებოდნენ.

1937. საბჭოთა კავშირის თასის მეორე გათამაშების ფინალში, თბილისის “დინამომ” მოსკოვის “დინამოსთან” 2:5 წააგო. თბილისელთაგან გოლები მიხეილ და ვლადიმერ ბერძენიშვილებმა გაიტანეს.

1950. ბრაზილიის მსოფლიოს მეოთხე ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალური ეტაპის დასკვნითი ტური. შვეცია-ესპანეთი 3:1. გოლები სუნდკვისტმა, მელბერგმა, პალმერმა (შვეცია) და სერამ (ესპანეთი) გაიტანეს. ამ მოგების წყალობით, სკანდინავიელებმა მუნდიალზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს. სან პაულოს სტადიონ “პაკაემბუზე” შეხვედრას 11 ათასი მაყურებელი დაესწრო. ურუგვაი-ბრაზილია 2:1. გოლები სკიაფინომ, ჯიგიამ (ურუგვაი) და ფრიასამ (ბრაზილია) გაიტანეს. ეს შეხვედრა ფაქტობრივად საფინალო ხასიათისა იყო და მოგების შედეგად, ურუგვაი მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. არადა, სამშობლოში ჩატარებული მუნდიალის მოსაგებად ბრაზილიას ურუგვაისთან ფრეც აწყობდა. რიო დე ჟანეიროს “მარაკანაზე” შეხვედრას 203 489 მაყურებელი დაესწრო. ურუგვაი: მასპოლი, გონსალესი, ტეჰერა, გამბეტა. ვარელა, ანდრადე, ჯიგია, პერესი, მიგესი, სკიაფინო, მორანი. ბრაზილია: ბარბოზა, აუგუსტო, ჟუვენალი, ბაუერი, დანილო, ბიგოდე, ფრიასა, ადემირი, ჟაირი, ზიზინიო, შიკო.

1950. რიო დე ჟანეიროს “მარაკანას” სტადიონზე მატჩზე დასწრების რეკორდი აღინიშნა (203 489 მაყურებელი).

1966. ინგლისის მსოფლიოს მერვე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: ინგლისი-მექსიკა 2:0; არგენტინა-გფრ 0:0; პორტუგალია-ბულგარეთი 3:0; სსრკ-იტალია 1:0. ამ მატჩში ქართველთაგან მურთაზ ხურცილავა მონაწილეობდა.

1951. ვიმ ვან ესტი პირველი ჰოლანდიელი ველოსიპედისტი შეიქნა, რომელმაც “ტურ დე ფრანსის” მოგება მოახერხა.

1961. ამერიკელმა მძლეოსანმა რალფ ბოსტონმა სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (8 მეტრი, 21 სანტიმეტრი).

1972. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა ოლეგ ბლოხინმა. საბჭოთა ფეხბურთის ყველაზე შედეგიანი მოთამაშის სანაკრებო დებიუტი ფინეთის ეროვნულ გუნდთან შედგა.

1987. მაროკოელმა სტაიერმა საიდ აოიუტამ 2 ათას მეტრზე გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (4:50.81).

1988. ამერიკელმა სპრინტერმა ქალმა გრიფიტ ჯოინერმა 100 მეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (10,49).

1988. ლეგენდარული კანადელი ჰოკეისტი უეინ გრეცკი მსახიობ ჯანეტ ჯონსზე დაქორწინდა.

1988. ლეგენდარულმა ამერიკელმა მძლეოსანმა კარლ ლუისმა 100 მეტრი 9,78 წამში გაირბინა. დასაშვებზე მაღალი სიჩქარის ზურგქარის გამო, ეს მაჩვენებელი რეკორდად არ აღიარეს.

1994. აშშ-ის მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. მატჩი მესამე ადგილისათვის: შვედეთი-ბულგარეთი 4:0, გოლები ბროლინმა, მილმა, ლარსონმა და კენეტ ანდერსონმა გაიტანეს.

1998. სასამართლომ მაიკ ტაისონის მიერ მწვრთნელ კევინ რუნის დათხოვნა არასამართლიანად მიიჩნია და მოკრივეს ყოფილი დამრიგებლისთვის 4,4 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

2004. თბილისისდინამომ” UEFA- თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციოეტაპისპირველმატჩში,ბორისოვოში (ბელორუსია) ადგილობრივიბატე” 3:2 დაამარცხა. დინამოელთაგანგოლებიკაკალაძემ,გონჩაროვმა და რომერომ გაიტანეს.

2010. სერბეთის ქალაქ ნიშში მიმდინარე წყალბურთელთა მსოფლიოს სუპერლიგის ნახევარფინალში, ყოფილი იუგოსლავიის 3 ქვეყანა - სერბეთი, ხორვატია და ჩერნოგორია გავიდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1908. ვლადიმირ გრანატკინი. რუსი სპორტსმენ და ფუნქციონერი. იყო საფეხბურთო და ჰოკეის გოლკიპერი. ათწლეულების განმავლობაში იყო ფიფას ვიცე-პრეზიდენტი.

1926. ალფრედ პფაფი. 1950-იანი წლების გერმანიის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონი. მუნდიალზე ჩაატარა ერთი მატჩი. 1959 წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი.

1932. ოლეგ პროტოპოპოვი. ფიგურულ სრიალში (ლუდმილა ბელოუსოვასთან წყვილში) ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1964, 1968). მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული.

1937. ნუგზარ ასათიანი. ქართველი ხმლით მოფარიკავე. 1964 წლისტოკიოსოლიმპიადაზეგუნდურჩათვლაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ნახევარფინალამდე ნუგზარმაყველამოწინააღმდეგედაამარცხა,ფინალში გასასვლელად კი საბჭოთა ნაკრები პოლონეთისრჩეულმოფარიკავეებსდაუპირისპირდა.პოლონელებმა სწრაფი მოფარიკავე ასათიანის წინააღმდეგპაექრობისასორიორთაბრძოლის თავიანთსასარგებლოდ დასრულება მოახერხეს, რის გამოცსაბჭოთანაკრებისმწვრთნელებმა ოქროს მედლებისთვისგადამწყვეტ შეხვედრაში ქართველისდაყენებისგან თავისშეკავებაგადაწყვიტეს. ამას კატეგორიულადშეეწინააღმდეგნენ ნაკრების დანარჩენიწევრები, მარკ რაკიტა, უმიარმავლიხანოვი და იაკოვ რილსკი.საბოლოოდ მათ თავისი გაიტანეს და ჩვენმათანამემამულემაცფინალშიბრწყინვალედ იასპარეზა.ჩემპიონობისთვის გადამწყვეტ მატჩში, საბჭოთაკავშირის ნაკრებმაიტალისსძლია და პირველად მოიპოვაოლიმპიური ჩემპიონის ტიტული. ნუგზარასათიანმა ჩეზარესალვადორი,ჯამპაოლო კალანჩინი,პიერლუიჯი ჩიკა დაამარცხა, ვლადიმიროკალარეზესთან კი წააგო. რომის 1960 წლისოლიმპიადაზენუგზარ ასათიანმა პირად ჩათვლაშიმეოთხედფინალამდე გააღწია. მეთექვსმეტედფინალშიმან მეორეადგილი დაიკავა, მერვედფინალშიმეოთხე. ასათიანიმეოთხედფინალში მეხუთე ადგილზეგავიდა დაასპარეზობას გამოეთიშა. ნუგზარასათიანმა მონაწილეობამიიღო მსოფლიოს ოთხ ჩემპიონატზე. 1965 წელსგუნდურ შეჯიბრებაშიმსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიმოიპოვა, ორჯერ (1961, 1963) ვერცხლისმედლებიდაისაკუთრა, ერთხელაც(1962) ბრინჯაოს პრიზიორიგახდა. ნუგზარ ასათიანი 1992 წელსგარდაიცვალა.

1941. კალმან მესეი. 1960-70-იან წლებში უნგრეთის საფეხბურთო ნაკრების მცველი. ევროპის 1964 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1962 წელს დაასახელეს უნგრეთის საუკეთესო ფეხბურთელად. მსოფლიოს 1962 და 1966 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ნათამაშები აქვს ფიფასა და უეფას ნაკრებებში. უნგრეთის ოთხგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1980-90-იან წლებში წვრთნიდა უნგრეთისა და თურქეთის ნაკრებებს.

1942. მარგარეტ კორტი. ავსტრალიელი ჩოგბურთელი ქალი. მოგებული აქვს “დიდი სლემის” ტურნირები.

1954. ბართლომე ხამაშურიძე. რაგბის თამაში დუგლას კავთელაშვილის რჩევით 1975 წელსდაიწყო.მთელისპორტული კარიერა გაატარა ~აიაში~ (~სახლმშენი~, ~მშენებელი~). სსრკ- სამგზისჩემპიონი(1987-89წწ),სსრკ- თასის ორგზის მფლობელი (1987, 1990). სსრკ- ნაკრების წევრი, მრავალისაერთაშორისოტურნირისგამარჯვებული. საქართველოს ნაკრების წევრი, დაარსებისთანავე, მონაწილეობამიიღოპირველისტორიულ მატჩში ზიმბაბვეს ნაკრების წინააღმდეგ (1989 წლის 16 სექტემბერი). ეროვნულიჩემპიონატებისმრავალგზის გამარჯვებული რაგბიში და ლელობურთში. თამაშობდა 45 წლისასაკამდე.უთამაშიასაკუთარი შვილის, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ბესიკ ხამაშურიძისმხარდამხარდაწინააღმდეგაც. სპორტის ოსტატი. საქართველოს ფიზიკური კულტურისდასპორტისდამსახურებულიმუშაკი. იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. დასახელებულიაXXსაუკუნის ერთ-ერთსაუკეთესო მორაგბედ.

1958. გიორგი მაკასარაშვილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორისმსოფლიოსთასისმფლობელი(1981). ევროპის ჩემპიონატის ორგზის მესამე პრიზიორი. მსოფლიოსუნივერსიადისჩემპიონი(1981). ევროპისჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. თბილისის საერთაშორისოტურნირისყველაზეახალგაზრდაგამარჯვებული (17 წლის ასაკში). ეს ტურნირი მან სულ ოთხჯერ მოიგო.

1963. სრეჩკო კატანეცი. სლოვენიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. თამაშობდა ლიუბლიანი “ოლიმპიაში”, ზაგრების “დინამოში”, ბელგრადის “პარტიზანში”, “შტუტგარტსა” და გენუის “სამპდორიაში”. ამ უკანასკნელის რიგებში გამოსვლისას მოგებული აქვს უეფას და იტალიის თასი, იტალიის ჩემპიონობა. წვრთნიდა სლოვენიის ნაკრებს და გუნდი ევროპისა (2000) და მსოფლიოს (2002) ჩემპიონატების დასკვნით სტადიაზე გაიყვანა. ამჟამად მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

1964. მიგელ ინდურაინი. ლეგენდარული ესპანელი ველოსიპედისტი. “ტურ დე ფრანსის” ხუთგზის გამარჯვებული. ინდურაინი ამ ტიტულს ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში იხვეჭდა (1991-95).

1976. ვასილ კაცაძე. ქართველი მორაგბე. საქართველოს ეროვნული ნაკრებისშემადგენლობაში2001წლისევროპის ერთა თასის მფლობელი. 2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებისმონაწილე(4მატჩი).საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 40-ზე მეტი შეხვედრა.

0.115454