საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს აგრძელებს და მეორე მატჩს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული მატჩის შესახებ ისაუბრა დუდა სანაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ბერძნებთან მოგება რეალურია.
ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება. რომელიც განაპირობებს ჩვენს შანსებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლიის. ძალიან სერიოზული გუნდია, თუმცა ვფიქრობთ, რომ მოგება შეგვიძლია და მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ.
გულშემატკივარი ჩვენი დამატებითი მოტივაციაა. სახლში ვთამაშობთ და ყველა გუნდს უჭირს აქ თამაში და ამიტომ აქ მოგება რეალურია”, - განაცხადა სანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის დაპირისპირება 16 სექტემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.