ფეხბურთი

23:26 | 15.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: „ლივერპული“ „ტოტენჰემმაც“ ვერ შეაჩერა

პრემიერლიგას მეხუთე ტურის შემდგომ ორი უდანაკარგო კლუბი შემორჩა. „ტოტენჰემმა“ და „ჩელსიმ“ კვლავ 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში, ხოლო „უოტფორდმა“ მარცხი განიცადა და პირველი ქულები დაკარგა.

ტურის გახსნით და ცენტრალურ დაპირისპირებაში „ტოტენჰემმა“ „უემბლიზე“ „ლივერპული“ მიიღო და მიმდინარე სეზონში მეორედ დამარცხდა, ხოლო „ლივერპული“ კვლავ 100%-იანი შედეგით ასპარეზობს.

მერსისაიდელებმა ტაიმი ჟორჟინიო ვეინალდუმის გოლით მოიგეს, რომელმაც 39-ე წუთზე უგო ლორისის არადამაჯერებელი თამაშით ისარგებლა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. 54-ე წუთზე რობერტო ფირმინომ მასპინძელთა დაცვის ჩავარდნით ისარგებლა და ერთი მეტრიდან, ცარიელ კარში გაიტანა, ერიკ ლამელამ კი 93-ე წუთზე ლამაზი გოლი გაიტანა და ანგარიში დაასველა - 1:2.

„ჩელსი“ „სტემფორდ ბრიჯზე“ „კარდიფს“ დაუხვდა და სამბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა. შეხვედრა მასპინძელთათვის ცუდად დაიწყო და მე-16 წუთზე ბამბამ უელსელები დააწინაურა, თუმცა ედენ აზარის შესანიშნავი თამაშის წინააღმდეგ მათ ვერაფერი გააწყვეს. ედენ აზარმა პირველივე ტაიმში დუბლი გაიფორმა და ლონდონელებმა ტაიმი 2:1 მოიგეს, მე-80 წუთზე ბელგიელმა პენალტით ჰეთ-თრიკი მიითვალა, ხოლო სამ წუთში ვილიანმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 4:1.

„მანჩესტერ სიტიმ“ „ფულჰემს“ უმასპინძლა და იოლი 3 ქულა მოიპოვა. „ქალაქელებმა“ ტაიმი დავიდ სილვას და ლეროი სანეს გოლებით მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმის დებიუტში რაჰიმ სტერლინგმაც ივარგა - 3:0.

ოთხმატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ, პირველი ქულები დაკარგა „უოტფორდმა“, რომელიც შინ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდა. „წითელმა ეშმაკებმა“ 3 ქულისკენ დიდი ნაბიჯი საწყის 45 წუთშივე გადადგეს და რომელუ ლუკაკუს და კრის სმოლინგის გოლებით იმარჯვეს, რასაც მეორე ნახევარში გრეიმ ერთი ბურთით უპასუხა, თუმცა მასპინძლებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს - 1:2.

„ბორნმუთმა“ უხვგოლიან მატჩში შინ „ლესტერს“ სძლია, „კრისტალ პალასმა“ გასვლაზე ზაჰას გოლით „ჰადერსფილდს“ აჯობა, ხოლო „არსენალმა“ ჯაკას და ოზილის გოლებით სტუმრად „ნიუკასლი“ დაამარცხა.

ნიუკასლი - არსენალი 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ჯაკა (49), 0:2 ოზილი (58), 1:2 კლარკი (91)

ბორნმუთი - ლესტერი 4:2 (3:0)

გოლები: 1:0, 2:0 ფრეისერი (19; 37), 3:0 კინგი (41 პენ.), 4:0 ა.სმიტი (81), 4:1 მედისონი (88), 4:2 ოლბრაიტონი (89)
გაძევება: მორგანი (69 ლ.)

ჩელსი - კარდიფი 4:1 (2:1)

გოლები: 0:1 ბამბა (16), 1:1, 2:1, 3:1 აზარი (37; 44; 80 პენ.), 4:1 ვილიანი (83)

ჰადერსფილდი - კრისტალ პალასი 0:1 (0:1)

გოლი: ზაჰა (38)

მანჩესტერ სიტი - ფულჰემი 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 სანე (2), 2:0 სილვა (21), 3:0 სტერლინგი (47)

უოტფორდი - მანჩესტერ იუნაიტედი 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 ლუკაკუ (35), 0:2 სმოლინგი (38), 1:2 გრეი (65)

სტატისტიკა
0.2445