ეროვნული ლიგის 24-ე ტურში "ლოკომოტივმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ბოლნისის "სიონი" მიიღო და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ოთარ კობახიძემ 48-ე წუთზე გაიტანა.
აღნიშნული გამარჯვებით თბილისურმა გუნდმა სატურნირო მდგომარეობა ცოტათი გაიუმჯობესა და 28 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება. ბოლნისელებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგეს და გასავარდნ ზონაში 20 ქულით იმყოფებიან.
შემდეგ შეხვედრას "ლოკომოტივი" სტუმრად ფოთის "კოლხეთთან" 21 სექტემბერს ჩაატარებს, ხოლო 23 სექტემბერს "სიონი" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.