ფეხბურთი

20:01 | 15.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ავთო ებრალიძის აქტიურობას "პორტუს" კარში გოლი მოჰყვა (+VIDEO)

პორტუგალიის ლიგის თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ავთო ებრალიძის „შავესი“ „დრაგაუზე“ „პორტუს“ ესტუმრა და საპატიო ფრეს გამოჰკრა ხელი - 1:1.

ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა. ზუსტად ორ წუთში ერნანიმ ანგარიში გახსნა და „დრაკონები“ დაწინაურდნენ, ხოლო 83-ე წუთზე ჩვენებურის აქტიურობის შედეგად „შავესმა“ მრისხანე მეტოქეს გაუტანა.

ებრალიძემ საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, ხოლო შეტევა სტეფენ ეუსტაკიომ დალაშქრა მასპინძელთა კარი.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ქართველი „შავესს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ოთხივე ტურში ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა.

0.117988