ფეხბურთი

18:41 | 15.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასს სამშობლოში უხმობენ

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ჩესკ ფაბრეგასი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს. Calciomercato-ს ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელის გადაბირებით „სევილიაა“ დაინტერესებული და არც ფეხბურთელია ანდალუზიაში გადასვლის წინააღმდეგი.

საინტერესოა, რომ ტრანსფერი დამდეგ ზაფხულს იგეგმება და ასეთ შემთხვევაში ფაბრეგასი „სევილიას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან „ჩელსისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ფაბრეგასის დამატება „დალაქების“ გარდა იტალიურ „მილანსაც“ სურს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ესპანელი ნახევარმცველი ლონდონელთა ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110959