კალათბურთი

16:12 | 15.09.2018 | ნანახია NaN - ჯერ

ბერძნების მწვრთნელი: “საქართველოს შანსი გაუჩნდა და ჩვენთან მატჩში ძალიან მოტივირებული იქნება”
"მთავარი მიზანი შენგელიასა და შერმადინის განეიტრალება იქნება, თუმცა, ჯენინგიც არ უნდა დაგვავიწყდეს"

საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრები, რომელსაც ხვალ, 16 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი ელის, უკვე თბილისშია.

ტანასის სკურტოპულოსის შეგირდები ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ჰერაკლიონიდან ჩამოვიდნენ. შეგახსენებთ, რომ ელადელებმა სერბეთთან გასული შეხვედრა სწორედ კუნძულ კრეტას უმთავრეს ქალაქში ჩაატარეს და ჩარტერული რეისით თბილისში სწორედ იქიდან გამოემგზავრნენ.

საბერძნეთის ნაკრები საქართველოში გუშინ ჩამოვიდა, დღეს დილით კი, პირველი ვარჯიშის ჩატარება უკვე მოასწრო. როგორც უკვე ვიუწყებოდით, სერბეთთან გამარჯვების (70:63) კვალად, ნაკრების რიგები ლიდერებმა – გიორგის პრინტეზისმა და იოანის ბურუსისმა დატოვეს.

როგორც საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა განმარტა, აღნიშნული მოთამაშეები გუნდს პირადი მიზეზების გამო გამოაკლდნენ და ჰერაკლიონიდან გეზი დედაქალაქ ათენისკენ აიღეს.

ამ დანაკლისის შემდეგ, საბერძნეთის ნაკრების 12-კაციანმა განაცხადმა ასეთი სახე მიიღო: ნიკ კალატესი (“პანათინაიკოსი, 29 წლის, 198 სმ.), კოსტას სლუკასი (“ფენერბახჩე”, თურქეთი, 28/190), კოსტას პაპანიკოლაუ (“ოლიმპიაკოსი”, 28/204), იოანის პაპაპეტრუ (“პანათინაიკოსი”, 24/206), ტანასის ანტეტოკოუნმპო (“პანათინაიკოსი”, 26/201), პანაიოტის ვასილოპულოსი (“პერისტერი”. 34/205), ტილერ დორსი (“ატლანტა ჰოუკსი”, NBA, 22/196), გიორგიოს პაპაიანისი (“პანათინაიკოსი”, 21/218), ევანგელოს მანცარისი (“ოლიმპიაკოსი”, 28/196), კონსტანტინოს მიტოღლუ (“პანათინაიკოსი”, 22/210), იოანის ლარენცაკისი (აეკ, 24/196), ვანგელის მარგარიტისი (პაოკ, 35/203).

დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, ბერძენთა დამრიგებელმა საქართველოსთან მატჩის შესახებ ისაუბრა: “მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შვიდივე მატჩი მოგებული გვაქვს და ცხადია, რომ სატურნირო თვალსაზრისით კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით, თუმცა, საქართველოსთან შეხვედრისთვის სრული კონცენტრაციით ვემზადებით. კიდევ ერთი წარმატების შემთხვევაში, ფინალურ ეტაპამდე, ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩება.

ბიჭები კარგ ფორმაში არიან და მომავალი მატჩის მნიშვნელობა კარგად ესმით. სერბეთთან გამარჯვების მერე გუნდში კარგი ატმოსფერო სუფევს და იმედი მაქვს, ეს საქართველოს თამაშზეც აისახება.

კარგად გვესმის, რომ დაპირისპირება ძალიან მოტივირებულ მეტოქესთან მოგვიწევს. ისრაელში გამარჯვების მერე, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო პირველობაზე გასვლის შანსი გაუჩნდა და ცხადია, რომ მოწინააღმდეგე მოგებისთვის მაქსიმუმს გაიღებს.

ჩვენი მთავარი მიზანი შენგელიასა და შერმადინის განეიტრალება იქნება. მათი სახით ქართველებს სოლიდური წინა ხაზი ჰყავთ, თუმცა, არც მათი ახალი ამერიკელი კალათბურთელი მეტ ჯენინგი უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც ძალიან კარგი მსროლელია.

ცხადია, რომ პრინტეზისისა და ბურუსისის გამოკლებით დიდი ძალა მოგვაკლდა, თუმცა, მათი შემცვლელების იმედიც მაქვს. ამასთან, ჩვენმა უკანა ხაზმაც უნდა იყოჩაღოს, რომელსაც გამოცდილება ნამდვილად არ აკლია და იმედია, მეტოქეს სისწრაფეშიც აჯობებს”.

დასასრულ შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობის დასკვნითი შესარჩევი ეტაპიდან ფინალურ ეტაპზე ჯგუფებიდან სამ-სამი საუკეთესო ნაკრები გადის. ამ დროისთვის, L ჯგუფს საბერძნეთი და გერმანია 7-7 მოგებით ლიდერობენ, სერბეთს 4 გამარჯვება აქვს, საქართველოსა და ისრაელს – 3-3, ხოლო ესტონეთს – 2.

16 სექტემბერს, თბილისური მატჩის გარდა, 2 შეხვედრაა დაგეგმილი: გერმანია-ისრაელი და სერბეთი-ესტონეთი, რის შემდეგაც ნოემბრამდე შესვენება გამოცხადდება.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:43 | 03.05.2020
baxt (1836)

თქვენც გაგეპარათ უზუსტობა სტატიაში, იმ მატჩში იტალიის მწვრთნელი ჩეზარე მალდინი კი არა, მარკო ტარდელი იყო. ხოლო ჩეზარე მალდინი უკვე იტალიის ძირითად ნაკრებს წვრთნიდა მაგ დროს და იმავე დღეს ჩვენთან ნულოვანი ფრე ითამაშა, რამოდენიმე საათით გვიან, ახალგაზრდულის თამაშიდან..

22:23 | 03.05.2020
sabonis (9584)

მიშა ფოცხვერია კიდე ერთ განიავებული ტალანტი.ეჰ

20:29 | 03.05.2020
stoikovich (5984)

რა დრო გასულა, "დავივიწყოთ იტალია!" ასე გამოეხმაურა მაშინ სარბიელი

17:12 | 03.05.2020
alfadhirhaiti (7530)

6:0 როგორღა წააგეს..

17:45 | 03.05.2020
welder (1068)

რაღა როგორ წააგეს, პირი დარჩათ ღია ჩვენებს სავსე სტადიონი რო ნახეს და მანამ დაკუმეს 6 გაგვიტანეს

16:57 | 03.05.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

მეორე დღეს დიდ იტალიასაც დავაკარგვინეთ ქულები და თუ სწორად მახსოვს, პლეიოფი დასჭირდათ მსოფლიოზე გასასვლელად.

17:46 | 03.05.2020
welder (1068)

ხო მართალი ხარ ბურთის ფლობას მაშინ არ თვლიდნენ მაგრამ ალბათ 20-80 ზე იყო მაკარონების სასარგებლოთ ისე გაცოფებულები თამაშობდნენ

16:35 | 03.05.2020
welder (1068)

ამ თამაშში ფოცხვერიამ წაადო კოკოს და ორივე გაყარა მსაჯმა სტადიონზე ვიყავი

11:39 | 03.05.2020
guria79 (123)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაწერეთ ვინმემ თუ მოგეპოვებათ.

16:57 | 03.05.2020
welder (1068)

გვარამაძე, სილაგაძე, ხუჯაძე, კიკნაძე, დიდავა, ცქიტიშვილი, ა.მუჯირი, ფოცხვერია, ზირაქიშვილი, ალექსიძე, აშვეთია

0.100145