ფეხბურთი

14:39 | 15.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "პოგბას წასვლაზე არაფერი უთქვამს"

ინგლისური „მანჩესტერ იუნიატედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო უარყოფს პოლ პოგბას ინგლისიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ხმებს. როგორც პორტუგალიელმა განაცხადა, ფრანგს მისთვის არაფერი უთქვამს.

„შვებულებიდან ერთი კვირით ადრე დაბრუნდა, რადგან პრემიერლიგა იწყებოდა. ჩვენ თვეებია ერთად ვართ და ამ პერიოდის განმავლობაში არ უთქვამს, რომ გუნდის დატოვება უნდა“, - აღნიშნა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ პოგბას „ოლდ ტრაფორდიდან“ აბარგების შესახებ დიდი ხანია იწერება. ყველაზე მეტად კი ტურინის „იუვენტუსსა“ და „ბარსელონას“ უკავშირებენ.

0.100329