ფეხბურთი

13:46 | 15.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კავანი არ ცდება

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ედინსონ კავანი უშეცდომოა. ურუგვაელმა თავდამსხმელმა, რომელსაც სეზონის სტარტი ტრავმის გამო გაუცდა, კარის ჩარჩოში სამჯერ დაარტყა და სამჯერვე გოლი გაიტანა. აღნიშნულ სტატისტიკას Opta აქვეყნებს.

„ელ მატადორმა“ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მესამე გოლი „სენტ ეტიენს“ გაუტანა. პარიზელებმა 4:0 მოიგეს, არადა, ტომას ტუხელის გუნდს ნეიმარისა და კილიან მბაპეს გარეშე მოუწია თამაში.

0.111091