ფეხბურთი

23:27 | 14.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი გოგიას ლამაზი გოლი გერმანიის II ბუნდესლიგაში (+VIDEO)

გერმანიის II ბუნდესლიგის მეხუთე ტურში ბერლინის “უნიონმა” “დუისბურგს” უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა – 2:2. აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა “უნიონის” შემტევმა აკაკი გოგიამ, რომელსაც ქართული ფესვები აქვს.

სწორედ მან გახსნა ანგარიში 44-ე წუთზე. 26 წლის ნახევარმცველმა საჯარიმოს მისადგომებიდან საკმაოდ მოხდენილი გოლით დააწინაურა თავისი გუნდი. ეს გოგიას მეორე გოლია მიმდინარე სეზონში (5 თამაში) და საინტერესოა, რომ შარშანდელი შედეგი უკვე გაიმეორა (22 თამაში, 2 გოლი).

“უნიონი” კი 5 ტურის თავზე 9 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

0.352111