ფეხბურთი

23:15 | 14.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

არავითარი დოპინგის კვალი: ჩერიშევი სასჯელს გადაურჩა

ესპანეთის ანტიდოპინგურმა სააგენტომ რუსეთის ეროვნული ნაკრების და "ვალენსიას" შემტევს დენის ჩერიშევს აკრძალული პრეპარატის მიღება ვერ დაუფიქსირა. შესაბამისად, ჩერიშევი გამართლდა და საქმე დაიხურა.

დენისის მამა განაცხადა, რომ მისი შვილი მსოფლიოს ჩემპიონატამდე ზრდის ჰორმონების ინექციას იღებდა და მსოფლიოს მსოფლიო ანტისადოპინგო ორგანიზაციამ ესპანურ მხარეს გამოძიება დაავალა. თავად ფეხბურთელი კი Sport Express-თან საუბრისას თავდაჯერებული იყო და განაცხადა, რომ ცუდი არაფერი ჩაუდენია. დოპინგის ტესტზე ჩავარდნის შემთხვევაში რუსს ოთხწლიანი სასჯელი ემუქრებოდა.

"ვალენსიას" შემტევმა რუსეთში გამართულ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და მასპინძლებს ოთხი გატანილი გოლით დაეხმარა.

0.116824