ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ფრანგულ ბიარიცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 80 ათასი დოლარი) ასპარეზობა დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ გორგოძე ერთეულთა შეჯიბრის მერვედფინალში არგენტინელ პაულა ორმაეჩეასთან 5:7, 4:6 დამარცხდა.
წყვილთა მეოთხედფინალში გორგოძე და უზბეკი აკგულ ანანმურადოვა რუმინელ ირინა მარია ბარასა და რუს ვალენტინა ივახნენკოს ეთამაშნენ და 6:2, 3:6, 3:10 წააგეს.