შოტლანდიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლი გრიფიტსმა "სელტიკთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია გლაზგოური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
გრიფიტსი "სელტიკმა" 2014 წელს "ვულვზიდან" დაიმატეს. მას შემდეგ ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე 192 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 100 გოლი და 44 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლიმ ეროვნული ნაკრების მაისურით 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ოთხჯერ გამოიჩინა.