"იუვენტუსის" გერმანელმა ფეხბურთელმა სამი ხედირამ ზაფხულში "პარი სენ ჟერმენის" წინადადებაზე უარი თქვა. როგორც Calciomercato იუწყება, პარიზული კლუბი ხედირას გაორმაგებულ ხელფასს სთავაზობდა, თუმცა ნახევარმცველმა ტურინული გრანდი არ დატოვა.
რამდენიმე დღის წინ ხედირამ "იუვენტუსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და როგორც იტალიური მედია იუწყება, 31 წლის მოთამაშე წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს. გერმანელი მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის მეხუთე ადგილზე გადავიდა.
ხედირა "ბიანკონერის" 2015 წელს "რეალიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 113 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ წარატებები
კარგი ბიჭი ჩანს ეს. მშრომელი , წყნარი,სტაბილური. თავშიც არ უვარდება. იმედია მიეცემა შანსი უფრო მაღალი დონის ლიგაში თამაშის. რატომღაც მგონია რომ არც იქ შეირცხვენს თავს. ნაკრებშიც აშკარად უფრო ხშირად იმსახურებს გამოძახებას.