ძიუდო

18:32 | 14.09.2018 | ნანახია 2821 - ჯერ

ქართული ფინალი და გოგონების პირველი მედლები

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრებისთვის სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე პირველზე გაცილებით წარმატებული გამოდგა. ჯაბა პაპინაშვილისა (60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილის (66 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ბრინჯაოს მედლებს, დღეს ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო დაემატა.

81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ევროკონკურენცია ქართული ფინალით დაგვირგვინდა. ლუკა მაისურაძე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი – მეორეზე. გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმაც (57 კგ) ფინალში იჭიდავა და უმაღლეს ტიტულამდე ცოტა დააკლდა. მარიამ ჭანტურიამ (70 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

20 წლის ლუკა მაისურაძე ახალგაზრდული ევროპირველობის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. შარშან ვერცხლს დასჯერდა. ამჯერად კი ოქროთი გაიხარა. ქართული დაპირისპირების ბედი "ოქროს დროში” შესრულებული ვაზარით გადაწყდა. ბულგარულ ტატამზე, გრიგალაშვილთან დაჭიდებამდე მაისურაძემ ოთხი მეტოქე დაამარცხა: ბოსნიაჰერცეგოვინელი ვუკ ელეზი, ესტონელი ასლანბეგ მაგომედკერიმოვი, პორტუგალიელი მიგელ ალვეში და იტალიელი კრისტიან პარლატი.

18 წლის ტატო გრიგალაშვილმაც ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: გერმანელი ემილ ჰენიბახი, ჰოლანდიელი იან რეინტიენსი, უნგრელი რობერტ რაჟკარი და აზერბაიჯანელი მურად ფატიევი.

გრიგალაშვილმა ახალგაზრდებს შორის შარშანაც ისახელა თავი – ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოპოვებული ბრინჯაოს მედლებით. ამჯერად ერთი წონით მაღლა აჩვენა უკეთესი შედეგი.

გოგონათა 57 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც ორი ქართველი ჩაება კონკურენციაში. კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონმა (2015) მზია ბებოშვილმა შეჯიბრება ავსტრიელი ლისა გრაბნერის ძლევით გახსნა და მერვედფინალში სერბ მარიცა პერიშიჩთან დამარცხდა. ასევე კადეტებში ევროპის ჩემპიონმა (2016) ეთერ ლიპარტელიანმა კი დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა. 18 წლის ძიუდოისტმა ფინალის გზაზე იპონ-იპონ ჩამოიშორა მაკედონიელი ბერნა შერიფოვსკა, ბრიტანელი ასელია ტოპრაკი, გერმანელი კაროლინ ფრიცი და ფრანგი მერილინ ლუის სიდნი.

საჩემპიონო ბრძოლაში ეთერ ლიპარტელიანი კიდევ ერთ ფრანგთან – სარა ლეონი ცისიქთან ვეღარას გახდა და მეორე საპრიზო ადგილს დასჯერდა.

მარიამ ჭანტურიამ ძირითად ბადეში ბერძენი არისტეა-იოანა დიმოუსა და ჩერნოგორიელი ჯოვანა პეკოვიჩის იოლად ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში უილეთო ბრძოლაში, გაფრთხილებით წააგო ჰოლანდიელ მარჯიტ დე ვოგდთან და რეპეშაჟში გადაერთო. "ბრინჯაოს ნახევარფინალში” შვედ იდა ერიკსონს აჯობა ვაზარით. გადამწყვეტ ბრძოლაში კი დე ვოგდის ჯავრი მის თანამემამულეზე – ჯესიკა გორისენზე იყარა.

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მედლების გათამაშება ხვალ დასრულდება. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ლაშა ბექაური (90 კგ), ონისე სანებლიძე, ზაურ კენჭაძე (ორივე 100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).


კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:14 | 15.09.2018
beso68 (2902)

გელას რომ წაეგო გერმანელები გადაგვისწრებდნენ 1-ელ ადგილზე. ყოჩაღ გელას, მაგრად ივარგა

18:10 | 15.09.2018
sanzona (3181)

მაგარი შედეგი დაიდო - 9 მედალი - 3 ოქრო 2 ვერცხლი 4 ბრინჯაო. თან რაც სასიხარულოა ჩვენი გოგონებიც უკვე იკავებენ საპრიზო ადგილებს და სტატისტებად აღარ დადიან ტურნირებზე. პირველი ნაკრები უმთავრესია მაგრამ არანაკლები ყურადღება და დაფინანსება სჭირდებათ ახალგაზრდებს

17:48 | 15.09.2018
beso68 (2902)

მაგარი ხარ გელა

17:35 | 15.09.2018
lagashi (6738)

100 კგ-ში არ უნდა ვიყით უიმედოდ, ლიპოს მერე სანებლიძის იმედი უნდა გვქონდეს

17:50 | 15.09.2018
beso68 (2902)

2-3 წელი შეიძლება გაქაჩოს, მაგრამ ისეთი ფიზიკური კონდიციების მატარებელია რომ არ გამიკვირდება მძიმეში რომ გადავიდეს

20:12 | 15.09.2018
lagashi (6738)

მომეჩვენა რომ სხვა 100 იანებთან შედარებით ოდნავ დაბალია და მძიმეში გაუჭირდება

00:22 | 16.09.2018
beso68 (2902)

მე მხოლოდ იმის აღნიშვნა მინდოდა რომ ის 19 წლისაა და ჯერ კიდევ მოზარდია.

17:15 | 15.09.2018
beso68 (2902)

ყოჩაღ ონისე, გადავედით უკვე 1-ლ ადგილზე

17:02 | 15.09.2018
beso68 (2902)

გერმანელება ამოქაჩეს, 5 წონიდან 4 ფინალში ჰყავთ, 2 ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

15:36 | 15.09.2018
sanzona (3181)

სოფომ ბოლო წამებზე იცის ხოლმე მოშლა თუმცა საეჭვო ვაზარი კი მისცეს გერმანელს

15:26 | 15.09.2018
ალექსანდრე (6188)

ეეე სომხიშვილმა მოგებული წააგო

15:28 | 15.09.2018
beso68 (2902)

აბა

15:08 | 15.09.2018
beso68 (2902)

ქართულ-გერმანული დაპირისპირება გვაქვს ნახევარფინალებშიც და ფინალშიც

15:01 | 15.09.2018
beso68 (2902)

ჩაირთო ჩვენება

14:57 | 15.09.2018
toshihiko (1309)

რა დროს გათიშეს ამ ჩ-ემის0ებმა გავიდა სომხიშვილიც ფინალში

15:00 | 15.09.2018
ალექსანდრე (6188)

ნახევარფინალში გავიდა

14:58 | 15.09.2018
ალექსანდრე (6188)

იუთუბზე არისstripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=2a9IbLAjT9k')>0?' https://www.youtube.com/watch?v=2a9IbLAjT9k':' https://www.youtube.com/watch?v=2a9IbLAjT9k'))

15:01 | 15.09.2018
toshihiko (1309)

მადლობა ალექს. ტატამიდან ტატამზე გადართვა არ არის აქ?

15:27 | 15.09.2018
ალექსანდრე (6188)

არის თეთრი ისრით

15:28 | 15.09.2018
ალექსანდრე (6188)

თეთრ კვადრატში ისარია მარჯვნივ დაბლა კუთხეში.

14:51 | 15.09.2018
ალექსანდრე (6188)

გაითიშა ჩვენება?

14:53 | 15.09.2018
beso68 (2902)

კი

14:48 | 15.09.2018
beso68 (2902)

გავიდა ზაალიშვილი ფინალში

14:24 | 15.09.2018
ალექსანდრე (6188)

ისე პირველივე სხვატკაში ძლიერს დაეჯახა ლაშა, თორემ მედლისთვის ბრძოლას შეძლებდა.

14:06 | 15.09.2018
beso68 (2902)

კარგი მოჭიდავეა ზაალიშვილი, დისციპლინას თუ მიხედა, კარგი მძიმეწონასანი გვეზრდება

13:22 | 15.09.2018
basharski (219)

ზაან სუსტად იცჰიდავა

13:27 | 15.09.2018
beso68 (2902)

ეგეთი სტილი აქვს, თითქოს ზოზინობს, თითქოს ენერგიაგამოცლილი ჭიდაობს, მაგრამ რომ გგონია უნდა წააგოს, იფეთქებს უცებ თითქოს დაღლილობა არ ეტყობოდეს. შარშან ასეთი ჭიდაობით დამამახსოვრა თავი, კი მოიგო მერე ევროპაც და მსოფლიოც.

13:21 | 15.09.2018
basharski (219)

ეს რომელი ბექაური იყო მსოფლიორო მოიგო? ტუ მისი ზმა?

13:23 | 15.09.2018
beso68 (2902)

დღეს ვინც გამოდიოდა შარშან კადეტებში ევროპაც მოიგო და მსოფლიოც 73-კგ-ში

13:00 | 15.09.2018
ალექსანდრე (6188)

არ არის მზად ფიზიკურად 90-ში საჭიდაოდ ლაშა ბექაური, მისი რეალური წონა 81-ია, მაგრამ რად გინდა 81-ში მაისურაძე და გრიგალაშვილია და აზრი?

13:16 | 15.09.2018
beso68 (2902)

მეც არ გამიკვირდა შარშან 73-ში გამოდიოდა და ასე უცებ 90-მდე როგორ აკრიფა-თქო.

12:37 | 15.09.2018
sanzona (3181)

ონისემ პირველ 15 წამში 2 ვაზარით რომ დააიპონა მეტოქე, კომენტატორები მოკვდნენ სიცილით )) ეს კენჭაძე კი ძალიან სუსტი ყოფილა პირველივე სხვატკაში ორი წუთის მერე ფეხზე ვეღარ იდგა

0.119391