ფეხბურთი

18:12 | 14.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი და კოლიზეუმი

იტალიური „რომას“ ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაციას რომის ყველაზე ისტორიულ შენობაში, კოლიზეუმში მოახდენს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ტოტიმ ავტობიოგრაფია ჟურნალისტ პაოლო კონდოს დახმარებით დაწერა და წიგნი სახელწოდებაა Un Capitano. საინტერესოა, რომ პრეზენტაცია კოლიზეუმში ტოტის დაბადების დღეზე, 27 სექტემბერს მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტიმ მთელი კარიერა „რომას“ მიუძღვნა. 25 წელიწადში „ჯალოროსის“ ღირსება მან 785 მატჩში დაიცვა, 307 გოლი გაიტანა და 128 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.123518