ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" მცველი დანი ალვეში მიიჩნევს, რომ პარიზულმა გუნდმა მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის. ამასთან, ბრაზილიელი ფეხბურთელი კმაყოფილია, რომ მისი გუნდი სეზონს "ლივერპულთან" მატჩით გახსნის.
„ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ „ლივერპულს“ ვეთამაშებით, რადგან ჩემპიონთა ლიგას ვიწყბეთ ასეთი რთული მატჩით ძალიან დიდი გუნდის წინააღმდეგ. ჯგუფურ ეტაპზე სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევისთვის. შარშანდელთან შეადრებით ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება.
ვფიქრობ, პსჟ-სთვის, რომელსაც ჰყავს დიდი ფეხბურთელები და ძალიან დიდი თანხის ინვესტიცია მოხდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატება არაა. ეს ჩვენთვის პრობლემაა და რაღაც უნდა შევცვალოთ, პირველ რიგში მენტალობა. წელს აღარ გვაქვს შეცდომის უფლება“, - განაცხადა ალვეშმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 18 სექტემბერს, პსჟ „ენფილდ როუდზე“ „ლივერპულს“ ესტუმრება.