ამსტერდამის „აიაქსმა“ ფრანკ დე იონგს ფასი დაადო. როგორც ესპანური გამოცემა Sport-ი წერს, ნიჭიერი ჰოლანდიელის შეძენით კატალონიის „ბარსელონა“ სერიოზულადაა დაინტერესებული, თუმცა „აიაქსი“ ფეხბურთელს მხოლოდ 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.
აღსანიშნავია, რომ დე იონგს „ბარსას“ გარდა „რომა“, „ტოტენჰემი“, „რეალი“ და პსჟ-ც ეპატიჟებიან.
მიმდინარე სეზონში 21 წლის ჰოლანდიელმა 4 თამაში ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.