ძიუდო

16:10 | 14.09.2018 | ნანახია 983 - ჯერ

3 ქართველი ფინალშია!

ბულგარეთის ქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-2 დღე ბარაქიანად მიმდინარეობს ქართველი ძიუდოისტებისთვის. 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი დაუპირისპირდებიან, გოგონათა 57 კგ-ში ოქროს მედლისთვის ეთერ ლიპარტელიანი იბრძოლებს, მარიამ ჭანტურიას (70 კგ.) კი ბრინჯაოს აღების შანსი აქვს.

მაისურაძემ ფინალამდე ბოსნიელ ვუკ ელეზს, ესტონელ ასლანბეგ მაგომედკერიმოვს, პორტუგალიელ მიგელ ალვესსა და იტალიელ კრისტიან პარლატის აჯობა, ხოლო გრიგალაშვილმა გერმანელი ემილ ჰენებახი, ჰოლანდიელი იან რეინტიენსი, უნგრელი რობერტ რაიკაი და აზერბაიჯანელი მურად ფაიტიევი დაამარცხა.

სასიამოვნოდ გაგვაოცა ლიპარტელიანმა, რომელმაც დილის სესიაში 4 გამარჯვება იზეიმა. ქართველმა გოგონამ გზიდან მაკედონიელი ბერნა შერიფოვსკა, ბრიტანელი ასელია ტოპრაკი, გერმანელი კაროლინ ფრიტცე და ფრანგი მარილინ ლუის სიდნეი ჩამოიცილა და თანაც, ყველა მათგანს საქმე ვადაზე ადრე მოუთავა. ფინალში ლიპარტელიანის მეტოქე ფრანგ სარა ლეონიე კისკესა და სერბი მარიკა პერიშიჩს შორის უმჯობესი იქნება.

ამავე წონაში მზია ბებოშვილმა ავსტრიელ ლისა გრაბნერს აჯობა, თუმცა, მერვედფინალში ხსენებულ სერბ პერიშიჩთან დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა.

ჭანტურიამ ევროპირველობაზე ბერძენ არისტეა-იოანა დიმუსა და მონტენეგროელ იოვანა პეკოვიჩს აჯობა, მეოთხედფინალი კი ჰოლანდიელ მარგიტ დე ვოოგდთან წააგო. ამგვარად, მარიამი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც შვედი იდა ერიკსონი დაჯაბნა და საღამოს სესიაში ტურნირის მე-3 ადგილისთვის იბრძოლებს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:44 | 28.02.2014
იკა..იუვე..10 (4132)

ბარსა, რომა, მილანი, აიაქსი და ეხლა ლივერპულს მოუნდა..
აი მართლა ვერ ვხვდები ვინ აგიპნოზებს ამ გუნდებს რატომ უნდათ კრკიჩის დამატება
რეალურად ზალიან დაბალი დონის ფეხბურტელია, მე ლიჩნად ტალანტით ჭანტურია მირჩევნია თან გაცილებით, დავიჯერო ესპანელი როა იმიტო იგიჟებენ თავს გუნდებიი

15:04 | 28.02.2014
nufiko (489)

კარგი მენეჯერი ყავს, რომელიც არწმუნებს კლუბებს რომ გამოადგებათ..

13:12 | 28.02.2014
სავაშა_ (2491)

არადა კარიერა რა კარგად დაიწყო ...

13:09 | 28.02.2014
სავაშა_ (2491)

სურათს რომ შევხედე ის ანეკდოტი გამახსენდა. "ია... ენძელა!"

12:48 | 28.02.2014
dinamo11 (1009)

აუ კარგი რა ლივერ აიქსში არის ეს ბიჭი სრულიად უსარგებლო და პრემიერლიგაში რაღა უნდა ქნას...

12:48 | 28.02.2014
geomadridista (2311)

არაა ეს ბარსას ლეგენდაა ბარსაში უნდა დაასრულოს კარიერა)

12:31 | 28.02.2014
მადრიდისტა (17021)

აიაქსი ხო ააშენა ახლა ლივერპულის ჯერია

12:28 | 28.02.2014
ბარსა La Albiceleste (5560)

გვიჩუქნიაააა )))0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068561
983