კალათბურთი

12:15 | 14.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზუროსი: „მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ“

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ისრაელი 85:80 დაამარცხა. მატჩისშემდეგ საქართველოს ნაკრების თავკაცმა ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო.

„პირველ რიგში ვულოცავ ჩემს მოთამაშეებს. მათ მთელი გულით ითამაშებს, თითოეული ბურთისთვის იბრძოლეს. ბოლოში კარგი დაცვა ითამაშეს და მნიშვნელოვანი თამაში მოვუგეთ გუნდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ 20 ქულით რუსეთს მოუგო რუსეთში. კარგად არ გვითამაშია, განსაკუთრებით მესამე მეოთხედში. მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან ერთად არ ვვარჯიშობთ და ასეთ დროს გუნდი გუნდურად არ ფუნქციონირებს. ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა იყო. ასევე მინდა მივულოცე ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს მხარს გვიჭერდნენ და ჩემს სამწვრთნელო შტაბს, რომელმაც ამ მოკლე დროში დიდი სამუშაო გასწია, რომ დახმარებოდა მოთამაშეებს.

შემდეგი თამაში გვაქვს საბერძნეთის წინააღმდეგ, რომელიც ჩემი აზრით მსოფლიოში ერთ-ერთი ტოპ გუნდია. ვიცით, რომ ძლიერი ნაკრებია და ყველა ვარსკვლავი ჩამოყავთ თბილისში. ჩვენ ვიბრძოლებთ და გულშემატკივრებმა ამ რთულ მატჩში მხარი უნდა დაგვიჭირონ“- განაცხადა ზუროსმა.

0.118846