ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ფრანგულ ბიარიცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 80 ათასი დოლარი) ერთეულთა გათამაშებას გამოეთიშა.
გორგოძე მერვედფინალში არგენტინელ პაულა ორმაეჩეას გაეჯიბრა და 5:7, 4:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილებში ეკატერინე და უზბეკი აკგულ ანანმურადოვა მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც რუმინელ ბარასა და რუს ივახნენკოს ეთამაშებიან.