უგო ლორისი და დელე ალი "ტოტენჰემს" "ლივერპულთან" გასამართ პრემიერლიგის მეხუთე ტურის მატჩში ვერ დაეხმარებიან. აღნიშნული ინფორმაცია "მამლების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ლორისს ბარძაყის ტრავმა აქვს და დიდი ალბათობით კიდევ რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება გუნდს. ალიმ კი ინგლისის ნაკრებში მუხლის ქვედა მყესი დაიზიანა და ჯერჯერობით რეაბილიტაციიის დრო უცნობია. ასევე, ლონდონელებს ვერ დაეხმარება მუსა სისოკო, რომელიც ვარჯიშს შემდეგ კვირას განაახლებს.