ფეხბურთი

21:30 | 13.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"კიევოს" სამი ქულა დააკლეს

იტალიის ჩემპიონატის მონაწილე "კიევო" იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ფინანსური მაქინაციების გამო სამი ქულა დააკლო და 200 ათასი ევროთი დააჯარიმა. აღნიშნული ინფორმაცია Sky Italia-მ გაავრცელა. "კიევომ" საბუთები გააყალბა და 25-მილიონიანი ყალბი მოგება დააფიქსირა, რადგან ტურნირის ლიცენზია მიეღო.

იტალიის პროკურატურა ითხოვდა კლუბისთვის 15 ქულა დაეკლოთ, თუმცა საბოლოოდ გუნდს მხოლოდ სამი ქულა დააკლდება. ასევე, კლუბის პრეზიდენტს სამთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, "კიევოს" ხელმძღვანელი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.176826