კალათბურთი

17:57 | 13.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას აკადემიამ უილ სმიტს კონტრაქტი გაუფორმა

ზაზა ფაჩულიას აკადემიაში ახალი მწვრთნელია. უილ სმიტი. აკადემიაში ის სეზონის ბოლომდე იქნება. ძირითადად, 2003, 2004, 2005, 2006 წლებში დაბადებულ ბავშვებს მოამზადებს. აკადემიამ კიდევ ერთი კვალიფიციური კადრი მიიღო.

სმიტს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. საკოლეჯო დონეზე სმიტმა ბევრ ტიტულოვან სპეციალისტთან იმუშავა და ამ გამოცდილებას ზაზას აკადემიაში ბავშვებს, კოლეგებს გაუზიარებს.

უილ სმიტი: "ზაზას აკადემიაში მუშაობა ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მომწონს აკადემიის გეგმები. გავესაუბრე უშუალოდ ზაზა ფაჩულიას, აკადემიის სპორტულ დირექტორს ლაშა ფარღალავას და სიამოვნებით დავთანხმდი ამ წინადადებას."

გიორგი ალავიძე (ზაზას აკადემიის დირექტორი): "ჩვენმა აკადემიამ ძალიან კარგ მწვრთნელთან გააფორმა ხელშეკრულება. გვჯერა, რომ სმიტს ბავშვებისთვის ბევრი საინტერესოს ახსნა, გაზიარება შეუძლია."

ლაშა ფარღალავა (ზაზას აკადემიის სპორტული დირექტორი): "აკადემია წინ მიდის. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ზორან პენოს, რომელიც პროდუქტიულად მუშაობდა აკადემიაში თავის ასაკობრივ ჯგუფებში და ერთი წლის განმავლობაში ამ ჯგუფებს სმიტი უხელმძღვანელებს."

თეგებიუილ სმიტი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098307