ფეხბურთი

17:32 | 13.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ჩემპიონთა ლიგა ნიუ-იორკში უარყო

უეფამ გამორიცხა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ევროპის მიღმა ჩატარება უახლოეს მომავალში. ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყების პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა ისაუბრა.

სლოვენიელმა უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ უეფა 2021 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარებას აშშ-ში და კერძოდ, ნიუ-იორკში აპირებდა:

„ეს იდეა ამჟამად არ განიხილება. ამ ეტაპზე უეფა არ აპირებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ევროპის მიღმა ჩატარებას“, - განაცხადა ჩეფერინმა.

ჯერჯერობით უცნობია რომელი ქალაქი უმასპინძლებს 2021 წლის გაზაფხულზე ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრას. 2018-2019 წლების სეზონის ფინალი კი, მადრიდში შედგება, ხოლო 2020 წლის - სტამბულში.

0.1213