ძიუდო

15:22 | 13.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი და ნინიაშვილი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ორი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს - რეპეშაჟის ფინალში ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) იჭიდავებენ.

სოფიაში დღეს დაწყებულ ახალგაზრდულ ევროპირველობაზე საპრიზო სამეულები ვაჟთა და გოგონათა სამ-სამ წონით კატეგორიაში უნდა შეივსოს. პაპინაშვილისა და ნინიაშვილის გარდა, საქართველოს სახელით ტატამზე გავიდნენ: ვანო ხუბაშვილი (55 კგ), თემურ ნოზაძე (60 კგ) და ნატალია ყიფშიძე (48 კგ), მაგრამ მეოთხედფინალამდე დამარცხდნენ და სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი უმალ დაკარგეს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება. პაპინაშვილი ჰოლანდიელ ივო ვერჰორსტერტს დაეჭიდება. ნინიაშვილის მეტოქე კი ებრაელი ამიტ ბობოვიჩი იქნება.

0.134208