საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია სამარის „კრილია სოვეტოვს“ გამოემშვიდობა. ქართველმა ფეხბურთელმა კლუბსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის.
„მინდა მადლობა გადავუხადო სამარელ ქომაგებს და რა თქმა უნდა, „კრილია სოვეტოვს“. აქ ორი წლი გავატარე და კიდევ ვითამაშებდი, მაგრამ ასე მოხდა... თავს კარგად ვგრძნობდი ქალაქსა და კლუბში, კარგი ურთიერთობა მქონდა გულშემატკივრებთან. მინდა მათ წარმატებები ვუსურვო და ვიმედოვნებ, სატურნირო ცხრილში მაღალ საფეხურზე გავლენ. კიდევ ერთხელ მადლობა გუნდს და ყველას, ვინც მხარს მიჭერდა“, - ციტირებს ლორიას სიტყვებს რუსული გუნდის ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორია „კრილია სოვეტოვში“ 2015 წელს ჩაირიცხა და 2017 წლამდე იცავდა გუნდის ღირსებას. გასული სეზონი კი იჯარით „ანჟიში“ გაატარა. 32 წლის ქართველი კარის დარაჯი თავისუფალი აგენტია და ახალ გუნდში გადასვლა შეუძლია.