ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების მსურველი იაპონელები და ამერიკელები ჰაკერული ჯგუფის სამიზნეში არიან. სინგაპურული უსაფრთხოების კომპანიის Antuit-ის ცნობით, ჰაკერთა გეგმაში ელექტონული ფოსტით ტოკიოს თამაშებზე დასასწრები ყალბი ბილეთების შეთავაზება და პირადი ინფორმაციის მოპარვაა.
ამასთან, ირკვევა, რომ ჰაკერთაგან ჯერჯერობით არავინ დაზარალებულა, ხოლო ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად აცხადებს, რომ ბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა.
იაპონიის მკვიდრთ ბილეთების შეძენა 2019 წლის გაზაფხულიდან ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით შეეძლებათ.
www.geonoc.org.ge