ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა სექტემბრის სუპერტურნირზე მე-2 მარცხი განიცადა. ჩვენებურმა ძალები აღმოსავლეთის სეკივაკე მიტაკეუმისთან მოსინჯა და ივლისის ბაშოს ტრიუმფატორთან იორიკირით დამარცხდა.
დღევანდელ ორთაბრძოლამდე, ტოჩინოშინი იაპონელს ურთიერთშეხვედრებში 5:2-ს უგებდა, თუმცა, შერკინების აშკარა ფავორიტი ნამდვილად არ გახლდათ. ვინც აკი ბაშოს თვალს ყურადღებით ადევნებს, უდავოდ შეამჩნევდა, რომ ქართველ გოლიათს ტრავმა გასაქანს არ აძლევს და მას სრული დატვირთვით გარჯა უჭირს.
ამჯერადაც ასე იყო. ლევანი მიტაკეუმის სასტარტო მიძალებას სათანადოდ ვერ დაუდგა, დოჰიოს კიდესთან აღმოჩნდა და საპასუხო ილეთის განხორხიელება ვერ მოასწრო.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ჩვენებურს “იმპერატორის თასისთვის” ბრძოლა ძალიან გაუჭირდება და უმთავრესი მიზანი დადებითი ბალანსის დაფიქსირება უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ გორგაძე კადობანში გახლავთ ჩაყენებული და ოძეკის მაღალი წოდების შენარჩუნებისთვის მინიმალური კაჩი-კოში მაინც უნდა დააფიქსიროს, ეს კი, იმის გათვალისწინებით, რომ ფავორიტებთან ბრძოლები ჯერაც წინაა, იოლი ამოცანა სულად არ იქნება.
ქართველ სეკიტორს მონაგარის გაზრდის კარგი შანსი ხვალ ექნება, როდესაც ძალებს აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა იკიოისთან მოსინჯავს. საქმე ის გახლავთ, რომ ოსაკელ სუმოისტს აკი ბაშოზე ხუთივე შერკინება წაგებული აქვს და კარგ ფორმაში ნამდვილად ვერ უნდა იყოს, ამასთან, ჩვენებური მას ურთიერთშეხვედრებში 9:4-ს უგებს.
საშემოდგომოს სუპერტურნირის 5 დღის თავზე შეჯიბრს 7 დაუმარცხებელი მონაწილე ლიდერობს, რომელთა შორის, ხსენებული მიტაკეუმის გარდა, იოკოძუნებს – ჰაკუჰოს, კისენოსატოსა და კაკურიუს და ოძეკი ტაკაიასუს ვხედავთ.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ძალიან უჭირს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. ქართველი გოლიათი აკი ბაშოზე აღმოსავლეთის მე-12 ნომრის წოდებით ირჯება და დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის დადებითი ბალანსი სჭირდება, თუმცა, ჯერჯერობით, მიზნიდან ძალიან შორსაა.
გაგამარუს აქტივში ერთადერთი გამარჯვებაა იმის ფონზე, რომ დღეს უკვე მეოთხედ წაიფორხილა. ქართველი გოლიათი ამჯერად აღმოსავლეთის მე-13 ნომერ აძუმარიუს გაეჯიბრა და შიტატენაგეთი დამარცხდა, ხვალ კი, დასავლეთის მე-10 რეიტინგოსან მიტორიუს გაეჯიბრება, რომელთანაც თანაბარი ბალანსი (1-1) აქვს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აწუხებს ტრავმა მაინც. ფეხზეც ისე მყარად ვერ იდგა, ნელი ტაჩიაი და დიდხანს მოუნდა ქამარში ჩAვლებას.
მაინც მჯერა რო მოიკრიბავს ძალებს და ოძეკის ტიტულს შეინარჩუნებს.
არაუშავს,დადებითი ბალანსი ნამდვილად შეუძლია ტოჩის,წარმატებები ლევან! ყველანი შენთან ვართ.
ტოჩი ყველა დარჩენილ შეხვედრას დიდი უპირატესობით მოიგებს და ბაშოსაც დადებს
ეეეჰ ძალიან ადვილად და ცუდად წააგო @ როგორც ჩანს მოგვიწევს ოძეკის ტიტულთან გამომშვიდება ((
იმედს ვიტოვებ, რომ მიტაკეუმია მაგარ ფორმაში და ტოჩის წაგება მისი სიძლიერითაა გამოწვეული, რაც გამოჩნდება მიტაკეუმის იაკოძუნებთან შეხვედრებით და არა ტოჩის ე. წ. ძალაგამოცლილობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ალტერნატივა საშინლად გამოიყურება.
ეხ ლეონსიო ვერ ხარ დუხზე რაცხა შენი ბულკიო იყო მიტაკეუმი არადა ხვალ უეჭველი მოსაგები აქვს და მოიგებს კიდევაც იკიო კატასტროფულ ფორმაში 0-5 აქვს ბალანსი დოიზე ასვლამდე აგებს ყველა ორთაბრძოლას და ლევანმა უნდა შეჭამოს გაფიქრებაც არ მინდა სხვა შედეგის ტორემ უჭველად მაკე გოშის არ ავცდებით
სამწუხაროდ ამ ბაშოზე ტაკასიუსთან და სამივე იოკოძუნასთან დიდი ალბათობით წააგებს, ამ ფორმაში მყოფს დადებითის დაფიქსირებაც გაუჭირდება, თუმცა იმედის დაკარგვა არ შეიძლება.
ეეჰ, უიღბლო ბაშოა ჩვენებისთვის. გაგა კრიშაზე დაცურებულივით მიექანება მესამე დივიზიონისკენ და ფაქტია, არც ლევანს ელის დალხენილი ყოფა დარჩენილ ათ დღეში.

ვნახოთ. კაჩი-კოშის იმედი რა თქმა უნდა მაქვს და ამასთან ერთად, იქნებ რომელიმე სახელოვანი მეტოქეც გააგოროს. გულს მალამოდ დაედება