ფეხბურთი

12:07 | 13.09.2018 | ნანახია 4382 - ჯერ

ლატვიელი ფეხბურთელი "დინამო არენას" ატმოსფერომ აღაფრთოვანა

ლატვიის ნაკრებისა და „რიგასის“ ფეხბურთელი ვიაჩესლავს ისაიევსი საქართველოსთან თამაშს გამოეხმაურა და „დინამო არენაზე“ შექმნილი ატმოსფეროთი აღფრთოვანებული დარჩა.

25 მცველის განცხადებით, რომელსაც ლატვიის ნაკრებში დებიუტი სწორედ საქართველოსთან ჰქონდა, მსგავს გარემოში აქამდე არასდროს უთამაშია:

„ჩემი დებიუტით ბედნიერი ვარ. ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად გამორჩეულია. ვფიქრობდი, რომ დებიუტის გამო ვინერვიულებდი, მაგრამ ასე არ მოხდა, თუმცა ვწუხვარ, რომ დავმარცხდით.

აქამდე ასეთ ატმოსფეროში არასდროს მითამაშია, ამდენი მაყურებლის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით მაყურებელი ჩვენს წინააღმდეგ იყო და გვისტვენდნენ, სასიამოვნო გახლდათ ასეთ გარემოში თამაში. თანაგუნდელებს ერთი მეტრის რადიუსშიც კი ვერაფერს ვაგებინებდი. მადლობა ასეთი დიდებული ატმოსფეროსთვის, სწორედ ამისთვის ღირს ფეხბურთის თამაში“, - განაცხადა ისაიევსმა.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის D დივიზიონის A ჯგუფს ორი ტურის შემდეგ საქართველო 6 ქულით ლიდერობს, ხოლო ლატვიის ნარკებს 1 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:13 | 13.09.2018
jorkaifi (305)

ვიღაცეები ამბობდენ ბალეშიკობა არ ვიცითო დაიხარჯონ იბრძოლონ ბოლომდე შანსი ჰქონდეთ და ვინ არ მივა ??? შანსი როცა არ აქვთ 15 000 კაცი მაინც მიდის სტადიონზე გამოდის რომ საქართველოში ყველაზე მეტად გვიყვარს ნაკრები უშანსო ნაკრებს ვინ ბალეშიკიბს ჩვენს გარდა?? არავინ !!! ანდორასთანაც გაივსოს შეიძლება რადგან შანსი გვაქვს...

20:16 | 13.09.2018
temo11 (1791)

საქართველოში ფეხბურთი კიარა, სპორტი უყვართ, კვირას კალათბურთზე გაივსება, რაგბი ავსებს, ამიტომ სულ წარმატებები და თავდადებული თამაში გვჭირდება და არც ბალეშიკობა მოაკლდებათ

20:37 | 13.09.2018
giorgi_1981 (462)

+

16:28 | 13.09.2018
რაჭა (10043)

ერთი-ორი მოგებაც..ღრიალი და ტაშ-ფანდური მერე ნახე

15:51 | 13.09.2018
valeri8848 (2622)

ეს ცოტა ხნის წინ ბადმინტონს ხომ არ თამაშობდა მაყურებელი რომ არ ყავს ნანახი?????

15:46 | 13.09.2018
ტადაჰირო ნომურა (176)

გვიყვარს ფეხბურთი

15:08 | 13.09.2018
irakli111 (373)

რა ქნას ლატვიაში ვერ ნახავდა და სხვაგან არც ყოფილა

15:03 | 13.09.2018
valeri8848 (2622)

ეს ცოტა ხნის წინ ბადმინტონს ხომ არ თამაშობდა მაყურებელი რომ არ ყავს ნანახი?????

14:45 | 13.09.2018
ეშლი იანგი (6461)

ამას ლოკომოტივის სათადარიგო სტადიონი არ უნახავს ჯერ

14:15 | 13.09.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

პატარა წარმატების იმედი გაგვიჩნდა და ლატვია-ანდორებთან ამხელა სტადიონს ვავსებთ. მერე იტყვიან, საქართველოში ფეხბურთი არ უყვართო.

20:17 | 13.09.2018
O. Mertskhali (8101)

სიყვარული სხვადასხვანაირი არსებობს.. ჩვენი 'სიყვარული', მაინდამაინც სამაგალითო ვერაა ))

0.130567